თბილისის „დინამო არენაზე“ რაგბიში საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.
თამაში ქართველების უპირატესობით დაიწყო და მე-4 წუთზე პირველი ლელო კოშაძემ დადო. მერაბ კვირიკაშვილის მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვის შემდეგ კი ანგარიში 7:0 გახდა.

(Georgian Rugby -ის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ფოტოები)
მე-15 წუთზე მსაჯმა რუსეთის ნაკრების პირველ ნომერს, მოროზოვს ყვითელი ბარათი უჩვენა და სათამაშო მოედანი დროებით დაატოვებინა.
27-ე წუთზე საქართველოს ნაკრები 14 ქულით გავიდა წინ - ლობჟანიძის დადებული ლელოსა და კვირიკაშვილის ზუსტად შესრულებული გარდასახვის წყალობით.

რუსებმა პირველი სახიფათო შეტევის განხორციელება მხოლოდ 37-ე წუთზე შეძლეს, თუმცა მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
პირველ ნახევარში საქართველო მხოლოდ 3-ჯერ დაჯარიმდა, რუსეთი კი 9-ჯერ.
მატჩის ბოლო, მე-40 წუთზე ქართველები დაჯარიმდნენ, თუმცა რუსეთმა საჯარიმო დარტყმის გატანა ვერ შეძლო და შეხვედრის პირველი ნახევარი 14:0 დასრულდა - ქართველი მორაგბეების სასარგებლოდ.
დღეს საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 21- ე შეხვედრა იმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთთან გამართული წინა 20 შეხვედრიდან 18-ჯერ მოიპოვა გამარჯვება, რუსეთმა ერთხელ, 1 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.