სულ მცირე 48 ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაიღუპნენ უზარმაზარი ნაგვის გროვიდან ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბაბას გარეუბანში. ამის შესახებ BBC იუწყება.
ოფიციოზის ცნობით, შაბათს ღამით ჩამოწოლილი მეწყერის შემდეგ კოშეს ნაგავსაყრელზე ათეულობით ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. ადგილობრივმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ იმ დროს იქ დაახლოებით 150 ადამიანი იმყოფებოდა.
ტონობით ნარჩენების ქვეშ რამდენიმე დროებითი საცხოვრებელი სახლია მოყოლილი.

შიშობენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება.
ადის აბაბას ნაგავსაყრელზე ნარჩენები ხუთ ათწლეულზე მეტის ხნის განმავლობაში იყრება.
ასეულობით ადამიანს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოპოვებული ნივთების გაყიდვით გააქვს თავი. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი მუდმივად ცხოვრობდა კიდეც ნაგავსაყრელზე.
ხელისუფლება ნაგავსაყრელთან ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანას აშენებს, და გეგმავს დედაქალაქში მცხოვრები 4 მილიონი ადამიანის დაგროვებული ნაგვის დაწვით ელექტროენერგია გამოიმუშავოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.