ირაკლი კობახიძემ ბერლინში ვიზიტისას შვედეთის სამეფოს პრემიერ მინისტრთან მაღალი დონის შეხვედრა გამართა
13-03-2017, 01:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბერლინში ვიზიტისას შვედეთის სამეფოს პრემიერ მინისტრთან, სტეფან ლოფენთან მაღალი დონის შეხვედრა გამართა.

 


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

 

შვედეთის სამეფოს პრემიერ მინისტრმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, მისი ევროპული ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 


„შვედეთი, ტრადიციულად, მნიშვნელოვანი მხარდამჭერია საქართველოსი, ჩვენი სუვერენიტეტის და ასევე, მან ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩვენს ჩართვას თავის დროზე, ასევე, ძალიან აქტიურია ჩვენს მხარდაჭერაში ევროპის მიმართულებით. შეხვედრაზე თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები განვიხილეთ, მათ გამოთქვეს სურვილი, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით- როგორც პარტიულ დონეზე, ისე სახელმწიფო დონეზე და პარლამენტებს შორის თანამშრომლობის დონეზე. ვფიქრობ, რომ ძალიან ინტენსიური გახდება ჩვენი ურთიერთობები შვედეთის სამეფოდან, საიდანაც ძალიან საინტერესო გამოცდილება შეგვიძლია მივიღოთ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 


შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - მამუკა მდინარაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი