პროკურატურის წარმომადგენლები სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მივიდნენ. დღეიდან დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა განახლდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ სასულიერო პირს მძიმე ბრალდებებზე პასუხის გაცემა მოუწევს.
„ფაქტობრივად, მას ამოეწურა ყველა საბაბი, რის გამოც კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხს არ სცემდა, თუ, რა თქმა უნდა, დღესაც რაიმე მიზეზს არ დაასახელებს და კვლავ თავს აარიდებს საგამოძიებო მოქმედებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ, ადრე თუ გვიან, მას მოუწევს ამ მძიმე ბრალდებებს გასცეს პასუხი და ყველა შეკითხვას უპასუხოს ამომწურავად და სწორედ ამ მიზეზით ვხვდებით დღეს მას. შეკითხვები არის ძალიან ბევრი, როგორც ამ მომწამვლელი ნივთიერების მოძიება შეძენის თაობაზე, ასევე ბევრი სხვა თემა არის, რაზეც დღეს უნდა დაისვას შეკითხვები,“ - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებიან ბრალდებულის ადვოკატებიც.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი დაკითხვის განახლებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც პროკურატურამ მისი ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.