საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სამეგრელოს რეგიონს სტუმრობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში მდებარე თხილის ქარხანა მოინახულა.
შპს “ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის” მიერ დაფუძნებული ქარხანა 2013 წელს აშენდა და მასში 300 000 აშშ დოლარის მოცულობის ქართული ინვესტიცია განხორციელდა. წარმოების განვითარების მიზნით, ქარხანამ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მოიპოვა 782 000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება. საწარმომ შეძლო შეესყიდა თანამედროვე, უახლესი მოსახალი და შესაფუთი მანქანა-დანადგარები, ძირითადი საჭირო, საწარმოო აღჭურვილობები და ნედლეული.
ქარხანაში იწარმოება თხილის გული, მოხალული თხილი, ბლანშირებული თხილი და აგრეთვე ინოვაციური თხილის პროდუქტი-მოხალული, დამარილებული თხილი ნაჭუჭით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.