„ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ბათუმში გამართული აქცია წინასწარ ორგანიზებული იყო.
ამის დასტურად საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს ქვებით სავსე ტომრები, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ა.შ. მოჰყავს და აცხადებს, რომ ამ ყელაფრით აქციის მონაწილეები მომარაგებულები იყვნენ.
„გუშინ, ჩვენ მოვისმინეთ ინტერვიუ მერაბ ღოღობერიძესთან, რომელიც სუს-ის ცნობილი ზონდერია და რომელიც ხელისუფლების დავალებით თავს ესხმოდა საკონსტიტუციო სასამართლოს და პოლიტიკურ ოპოზიციას. ღოღობერიძე არ მალავს, რომ ამ აქციის ორგანიზატორი თავად იყო. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ამ აქციის ორგანიზებაში მთავრობის შიგნით კიდევ ვინ იყვნენ ჩართული ღოღობერიძესთან ერთად. გარდა ამისა, უნდა დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც წესრიგისა და უსაფრთოების დაცვა ევალებოდა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქში, რომელიც არის ადმინისტრაციული და ტურისტული ცენტრი და რომელიც სახელმწიფომ მთელი ღამის განმავლობაში ორგანიზებულ ხულიგნებს არბევინა. ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ ვანდალიზმი და ვაკჰანალია აღეკვეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქალაქები, მოქალაქეთა საკუთრება არ არის დაცული“, - განუცხადა ჟურნალისტებს ოთარ კახიძემ.
კახიძე უსუსურს უწოდებს ხელისუფლების მცდელობას, მომხდართან დაკავშირებით ყველაფერი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გადააბრალოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.