რუსული საბჭოთა პროპაგანდის ცნობილი მეთოდია, რომ დააბრალო სხვას ის რასაც თავად აკეთებ, ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაზა ბიბილაშვილი მმართველი გუნდის ბრალდებას, რომ ბათუმში განვითარებული მოვლენები „ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო ორგანიზებული.
ბიბილაშვილის თქმით, ალბათობა იმის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა 11 მარტს მომხდარი არეულობა გამოიძიონ, დაბალია, რადგან, მისივე აზრით, ადამიანები, რომლებიც იდგნენ ვანდალიზმის უკან, წლების განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთად მოქმედებდნენ.
„დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ბინძური რუსული ძალა. რუსული საბჭოთა პროპაგანდის ცნობილი მეთოდია, რომ დააბრალო სხვას ის, რასაც თავად აკეთებს. მე მინდა, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას ვთხოვო, დავფიქრდეთ, ერთ ბრალდება მაინც, რომლიც ხელისუფლებამ გააჟღერა ოდესმე, თუ გამართლებულა. ისინი ჩვენ გვაბრალებდნენ საბურავების შეძენას, ტერაქტის მოწყობას, პორტატული აპარატებით ადამიანების მოსმენას, რუსთავი2-ში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას და ა.შ. ყველაფერი ეს პირველი დღიდან, მოსვლის დღიდან, ბედუკაძიდან დაწყებული არის მათი გაკეთებული. უაღრესად დაბალია იმის ალბათობა, რომ ამ შემთხვევაში გამოიძებენ,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.