საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მისი თქმით, აღნიშნული აქციის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა" ქვებით შეიარაღებულ რადიკალურ ჯგუფად გადაიქცა.
„გუშინ, მე ვფიქრობ, დასრულდა დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" თავს ასაღებდა ჩვენ ოპონენტ და კონკურენტ პარტიად. ამ მოვლენების შემდეგ, ისინი გადაიქცნენ ქვებით შეიარაღებულ რადიკალურ ჯგუფად, რომელმაც ბათუმში, ამ აქციაში მონაწილეობით თავისი სახე აჩვენა და გახსოვთ, რომ მათ სოლიდარობაც კი გამოუცხადეს ამ აქციას და დააანონსეს მხარდამჭერი შეხვედრები მთელ საქართველოში", განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.