ადამიანები, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, უნდა იყვნენ ყველა უკლებლივ აღმოჩენილები, უნდა იყვნენ დაკავებულები და მათ მიმართ უნდა განხორციელდეს ძალიან პრინციპული და სამართლიანი სასჯელი, ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ვითარება, რომ მიტინგი უცებ გადაიზარდოს ვანდალიზმში, არ არის ქართული პოლიტიკური კულტურა.
„ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე მიტინგზე - ისე ვახერხებდით ამის გაკეთებას, რომ არავისთვის არაფერი დაგვიშავებია. პოლიტიკური თვითგამოხატვის კულტურა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, მაგრამ იცოდეთ, სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრი და ნათელი პოზიცია ნებისმიერ ძალადობაზე", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.