ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ მარტინ შულცს შეხვდა
13-03-2017, 07:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტად ბერლინში იმყოფება, სადაც პროგრესული ალიანსის ყრილობაში მონაწილეობს. ყრილობის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელთან, ევროპარლამენტარ მარტინ შულცთან გამართა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მარტინ შულცმა ირაკლი კობახიძეს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. ევროპარლამენტარმა საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსის აქტიური მხარდამჭერია.

 

 

მხარეებმა გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა, ასევე, ქვეყანაში უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

 

 

შეხვედრას ირაკლი კობახიძესთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - მამუკა მდინარაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

 

 

მარტინ შულცი 2012-2017 წლებში ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. ევროპარლამენტარი გერმანიის კანცლერობის კანდიდატად არის დასახელებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი