ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინვესტიციები.
ამის შესახებ ქადაგიძემ, „ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრისა“ და სტენფორდის უნივერსიტეტის კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინვესტიციები და ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სავალუტო ფულადი ნაკადების შემოდინება. იმ გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში და ქვეყანაშია, რა თქმა უნდა, ამ ამოცანის გადაჭრა ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხია“,-განაცხადა ქადაგიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.