დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ის განცხადებები, რასაც აკეთებს ჟურნალისტებთან საუბრისას ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, სიმართლეს არ შეესაბამება.
ადვოკატის თქმით, ირაკლი მამალაძის მიერ გაჟღერებული ტერმინები უფრო მეტ სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს, ვიდრე დაკავებული დეკანოზის.
„საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე რა განცხადებებსაც აკეთებს ჟურნალისტებთან საუბრისას, არ შეესაბამება სიმართლეს. ირაკლი მამალაძის მიერ გაჟღერებული ტერმინები, უფრო მეტ სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს, ვიდრე მამა გიორგი მამალაძის მიერ გაჟღერებული ტერმინები. ირაკლი მამალაძის მიერ გაკეთებული განცხადებები, საერთოდ განსხვავდება არამარტო საქმის რეალობიდან, არამედ მის მიერ მიცემული ჩვენებებიდანაც კი”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
ე.წ. მატროსოვის ციხეში, შესვენების შემდეგ, მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა განახლდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.