ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულდა
13-03-2017, 14:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსულმა პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ ბრალდებულის ჩვენება საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებთან წინააღმდეგობაში მოდის.

 

 

„იმდენად აბსურდულია ბრალდებულის ჩვენება, რომ თავიდან ბრალდებულმა განაცხადა, რომ ოქრომჭედლისთვის ეძებდა ციანიდს, შემდეგ ახალი ვერსია შემოგვთავაზა, რომ ამ ციანიდით შორენა თეთრუაშვილი აპირებდა თვითმკვლელობას,“ - განაცხადა წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

რაც შეეხება დაცვის მხარეს, დაკავებული დეკანოზის ადვოკატები აცხადებენ, რომ მამა გიორგი მამალაძემ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა.

 

 

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზმა გამოძიებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, თუ რაში დასჭირდა 30 000 ლარის სესხი.

 

 

იყო ცოტა გაურკვეველი შეკითხვები. კრედიტთან დაკავშირებით, თანხებთან დაკავშირებით, რა თანხა დაიხარჯა, რამდენი ხნით მიდიოდა გერმანიაში, რატომ მიდიოდა, როგორ მიდიოდა. მამა გიორგიმ ყველა კითხვას დეტალურად უპასუხა. მთელი საქართველო კრედიტზე ცხოვრობს. მამა გიორგიმ გამოიტანა, შეიძინა 4500 ევრო, 2000 დოლარი, დანარჩენი თანხა, ლარებში რაც იყო, აქვს მას თავის ანგარიშზე. რაც შეეხება ის თანხები, რამდენი სად დაიხარჯა, ვის რამდენი მისცა, ყველაფერი დეტალურად უთხრა ჩვენების დროს”, - განაცხადა ადვოკატმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი