თავდაცვის უწყებაში განვითარების ხაზი პირველ რიგში სწორედ მიუკერძოებელი და ობიექტური ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე გადის, აღნიშნული განცხადება თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ახალი დირექტორისთვის დროშის გადაცემის ცერემონიალზე გააკეთა.
უწყების ცნობით, მინისტრმა ლიცეუმის ყოფილ დირექტორს მადლობა გადაუხადა სასწავლებლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა ახლადდანიშნულ დირექტორს.
„დღეს ჩვენ იმ ტრადიციას ვაგრძელებთ, რომელსაც ახლო წარსულში ჩავუყარეთ საფუძველი, როდესაც ცალკეული ინსტიტუტებისა თუ ცალკეული დანაყოფების ხელმძღვანელები თავიანთ მისიას, ამოცანას ქვეყნის წინაშე ღირსეულად ასრულებენ და ახალ, პროფესიულ საქმიანობას იწყებენ. ეს ტრადიცია ჩვენ დროშის გადაცემის ცერემონიალით გამოვხატეთ, რომელიც თავის მხრივ ინსტიტუციური განგრძობადობისა და მემკვიდრეობის გაგრძელების ტრადიციას უსვამს ხაზს. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ თავდაცვის უწყებაში განვითარების ხაზი პირველ რიგში სწორედ მიუკერძოებელი და ობიექტური ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე გადის. სამხედრო სამსახურის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია რეკრუტირების პრინციპის დამკვიდრება, როდესაც გარკვეული წლების შემდეგ ხელმძღვანელი თანამდებობის პირები იცვლებიან, მაგრამ ინსტიტუტები მყარდებიან. ჩვენ ვამყარებთ ამ ტრადიციას და მომავალში კიდევ უფრო სიმბოლურ მნიშვნელობას შევძენთ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის სამინისტროს კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ახალი დირექტორი ჰყავს. ლიცეუმის ყოფილმა დირექტორმა, პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დროშა ახალ დირექტორს პოლკოვნიკს, შალვა ძინძიბაძეს გადააბარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.