მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს, რომელთა მოზომილი, გონივრული, შეწყობილი მოქმედებების შედეგადაც ჩვენ შევძელით ძალიან სერიოზული პროვოკაციის თავი აცილება და, მართლაც, ბეწვის ხიდზე გავიარეთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ შეეხო ბათუმში განვითარებული მოვლენებს და იგი სახელმწიფოს სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად შეაფასა.
„მინდა მადლობა ვუთხრა პოლიციელებს ვაჟკაცობისთვის, მოთმინებისთვის. მადლობას ვუხდი სახელმწიფო მოხელეებს - აჭარის მთავრობას, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყველას, ვინც ჩართული იყო პროცესებში. გამოძიება მიმდინარეობს, არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ელფერს ატარებდა. გამოძიება აუცილებლად გაგრძელდება, მივა დასასრულამდე და აუცილებლად დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა,“ - აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.