საერთაშორისო სამხედრო სპორტული საბჭოს (CISM) დაარსებიდან 69 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლისის ტბაზე 3 კმ-ის დისტანციაზე სამშვიდობო გარბენი ჩატარდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სპორტული ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციის სპორტული ღონისძიებების სამსახური და მასში მონაწილეობა შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფის 50-მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.
მარათონში პირველ ადგილზე I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, პირველი კლასის რიგითი გიორგი ლომიძე გავიდა. მეორე ადგილზე IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ბექა გულედანი, ხოლო მესამე ადგილზე ამავე ბრიგადის კაპრალი გიორგი შენკენაშვილი გავიდა. სამივე საპრიზო ადგილზე გასულ სამხედროებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები, ხოლო პირველ ადგილზე გასულს დამატებით გამარჯვებულის თასი გადაეცათ.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამხედრო სპორტული საბჭოს წევრი 1994 წელს გახდა და საბჭოს ეგიდით გამართულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას ყოველწლიურად იღებს. საერთაშორისო სამხედრო სპორტული საბჭო (CISM) მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მრავალდისციპლინარულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც მისი 134 წევრი ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების ჩატარებას უწევს ორგანიზებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.