შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა.
უწყების ცნობით, მინისტრმა დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ბოლო ინფორმაცია მოისმინა და სამართალდამცველებს შესაბამისი დავალებები მისცა.
მანამდე კი, შს მინისტრი ხულოში ჩავიდა. გიორგი მღებრიშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონულ სამმართველოში მივიდა, სადაც პოლიციელებს შეხვდა. ამის შემდეგ მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.