საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ახალი ოფისი გახსნა.
რეგიონული სამსახური უზრუნველყოფს მავნე სურსათის გამოვლენასა და მათ განადგურებას, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, ეპიდემიური აფეთქებების ლიკვიდაციას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას მავნე ორგანიზმებისგან.
ოფისი აგრარული სექტორის ყოვლისმომცველი განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ქვეყნის მასშტაბით უკვე აქვს 5 ახალი ოფისი. წლის ბოლომდე კიდევ 3 ახალი ოფისის გახსნა იგეგმება.
რეგიონულ სამმართველოში სულ 35 ადამიანია დასაქმებული, სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალ ოფისში კი 12 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.
„ჩვენ გვინდა, რომ ეს რეგიონი გახდეს სამაგალითო, სამეგრელოში არის უზარმაზარი პოტენციალი, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანური რესურსი, რომელსაც სჭირდება ეფექტიანი გამოყენება. გასულ წელს ჩვენი ძალისხმევითა და ბიზნესის დახმარებით რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიცია შემოვიდა სამეგრელოში. წელს ველოდებით უფრო მეტს. დღეს გავხსენით სურსათის უვნებლობის რეგიონული ოფისი, ასევე დღეს ვიყავი თხილის გადამამუშავებელ ახალ საწარმოში, სადაც ახალგაზრდა მეწარმეები არიან. მათ მიიღეს დაფინანსება სახელმწიფოსგან 700 თასი ლარის ოდენობის. ეს არის ძალიან ხელშესახები მაგალითები, რომელიც განვახორციელეთ ბიზნესსექტორთან ერთად. ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მეწარმეობის განვითარებას რეგიონში,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ზუგდიდში ახალი ოფისის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.