„Check in Georgia-ს ბიუჯეტი, შარშანდელთან შედარებით, იქნება ბევრად ნაკლები, მაგრამ ეს შემცირება მოხდება არა იმიტომ, რომ ღონისძიებებს შევამცირებთ, არამედ იმიტომ, რომ ეს ღონისძიებები გავხადოთ ბევრად უფრო ეფექტური“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
გახარიას თქმით, „აეროსმიტის“ კონცერტის შემდეგ გამოცხადდება ტენდერები ძალიან მიმზიდველი და ოპტიმალური პირობებით, სადაც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ქართველ, ისე უცხოელ პრომოუტერებს და სხვადასხვა სააგენტოებს.
„აქედან გამომდინარე, კონცერტების ზუსტი გრაფიკი ამ დროისთვის არ არსებობს, თუმცა, სულ მალე იქნება და დარწმუნებული ვარ, გაკვირვებულნი იქნებით, რამდენად ეფექტურად იქნება ეს რესურსი გამოყენებული“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც გახარიამ განაცხადა, მსგავსი ღონისძიებების მოწყობაში მოხდება სახელმწიფოს არა 100 პროცენტით მონაწილეობა, არამედ თანამონაწილეობა.
„ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა დარგის წარმომადგენლებთან და იმ ადამიანებთან, რომლებსაც ეხებათ ეს მიმართულება. კერძო სექტორის ჩართულობა იქნება ძალიან აქტიური. „აეროსმიტის“ კონცერტი იქნება ბოლო, სადაც სახელმწიფოს სრული მონაწილეობა იყო“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.