16-18 მარტს საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა.
საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტისას უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა, ენერგეტიკის და ინფრასტუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრებთან გამართავს.
უნგრელ კოლეგას მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს, სადაც პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
პიტერ სიიარტოს საქართველოში ვიზიტისას ხელი მოეწერება უნგრეთის მთავრობასა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის საგრანტო პროგრამის შესახებ ხელშეკრულებას. დაგეგმილია უნგრეთის საგარეო საქემთა მინისტრის სტუმრობა ტექნოპარკში.
შეხვედრებზე საუბარი შეეხება, ორი ქვეყნის თანამშრომლობას ეკონომიკის, საგანმანათლებო და კულტურის სფეროებში, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.