საქართველოს 17-18 მარტს ოფიციალურ ვიზიტად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი ეწვევა.
საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტისას მინისტრი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გამართავს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს შეხვდება.
უკრაინელ კოლეგას მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს, სადაც გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდგომ, მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართება.
პავლო კლიმკინი ვიზიტისას ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს, გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და მოინახულებს ტარას შევჩენკოს ძეგლს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.