არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად ღოღობერიძემ გაავრცელა.
მისი განცხადებით, იგი დაკითხვაზე მოწმის სტატუსით არის დაბარებული.
„მზად ვარ გავცე კითხვებზე პასუხები", - წერს ღოღობერიძე „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მერაბ ღოღობერიძე აჭარის პოლიციის სამმართველოში უკვე იკითხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.