ირაკლი კობახიძე: ვეტოს შემთხვევაში ე.წ. მოსმენების კანონს თავიდან ეყრება კენჭი
15-03-2017, 05:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციებს გამოეხმაურა.

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ვეტოს შემთხვევაში, ცვლილებების პაკეტს კენჭი კიდევ ერთხელ ეყრება.

 

 

„ჩვენ გვაქვს პოზიციები ჩამოყალიბებული ამ პაკეტთან დაკავშირებით და სწორედ ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, როდესაც სამი მოსმენით მივიღეთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტების პაკეტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პოზიციაზე ვრჩებით და ამის საფუძველზე კენჭი ეყრება კიდევ ერთხელ ვეტოს შემთხვევაში, მომდევნო კვირაში კანონპროექტების პაკეტს საქართველოს პარლამენტში," აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტი დღეს „პატრიოტთა ალიანსს" ხვდება. გუშინ კი ამავე საკითხზე გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრები „ევროპულ საქართველოსთან" და „ნაციონალურ მოძრაობასთან" გამართა.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული პაკეტი ხელმოსაწერად 6 მარტს გადაუგზავნა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი