ის ნაბიჯები, რაც იდგმება რუსეთის მხრიდან, ახლა არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და დარწმუნებული ვარ, მას ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება, აღნიშნული განცხადება ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ ე.წ. ოსური და რუსული საჯარისო ფორმირებების გაერთიანების შესახებ ხელმოწერილ დოკუმენტთან დაკავშირებით გააკეთა.
მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო დონის რეაგირების გარდა, სხვა ბერკეტი არ არსებობს.
„რეაგირება უკვე მომხდარია, აქ არის საუბრები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე ფორმატების გამოყენებით და ინფორმირების პროცესი, გაეროს, ევროკავშირის, ნატოს თუ ნებისმიერი სხვა, თქვენ ნახავდით ალბათ, მაღალი დონის წარმომადგენლების განცხადებებს, ბუნებრივია, გაგრძელდება. სხვა ბერკეტი ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, არაფერი არსებობს“, განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.