„კორუფციასთან ბრძოლის" საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, მერაბ ღოღობერიძემ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დატოვა. მან საავადმყოფოს დატოვების შემდეგ, აჭარის პოლიციის სამმართველოში გამართული დაკითხვის დეტალებზე საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიებას ენდობა.
„დასაკითხად მოწმის სტატუსით ვიყავი დაბარებული. რასაც მოვითხოვდი, იმასთან დაკავშირებით მეკითხებოდნენ. კახაბერ ბუხრაძის გადადგომას დღესაც მოვითხოვ, რადგან აჭარაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს. დღეს ვანდალიზმზე საუბრობენ, მაგრამ ბუხრაძემ უფლებამოსილებას გადააჭარბა და მისი გადადგომისთვის მუშაობას დავიწყებთ, ჩემ კოლეგებთან ერთად. ჩემი ბრალეულობის საკითხი არანაირად არ იკვეთება," - განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ.
ღოღობერიძე დღეს ბათუმის პოლიციის სამმართველოში დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა, რამაც დაკითხვის შეწყვეტა გამოიწვია.
მერაბ ღოღობერიძეს სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატუსების გამო, ბათუმში განვითარებული პროცესების ორგანიზატორად მოიაზრებენ, რასაც თავად ღოღობერიძე კატეგორიულად უარყოფს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.