თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაზეთ ”ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა, პროკურატურა კი, დავით ხარშილაძის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას შუამდგომლობდა.
დავით ხარშილაძე სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებული დანაშულს არ აღიარებს და სამართალდამცველებს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.