ეგზიტ პოლების მიხედვით, ჰოლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ადგილების უმეტესობა პრემიერ მინისტრის, მარკ რუტეს პარტიამ მოიპოვა.
როგორც BBC იუწყება, წინასწარმა პირველადმა შედეგებმა დაადასტურა ეგზიტ პოლების მონაცემები, რომლის თანახმადაც VVD -ის პარტია (ჰოლანდიური აბრევიატურა - „ხალხის პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“) 150-დან 31ადგილს მიიღებს. დანარჩენი ადგილები სამ პარტიაზე გადანაწილდება: გერტ ვილდერსის ანტი-იმიგრაციის „თავისუფლების პარტია“ (PVV), „ქრისტიან-დემოკრატები და „D66“ პარტია - თითოეულს 19 ადგილი ერგება.
წინასწარი გამოკითხვებისას მოწინავე პოზიციაზე იყო ვილდერსის პარტია, მაგრამ უკანასკნელ დღეებში, როგორც ჩანს მისი პარტიისადმი მხარდაჭერა შესუსტდა.
ხუთშაბათის წინასწარი შედეგებით, დათვლილი ხმების 10.9%-ის მიხედვით, VVD-მ 17.8% მიიღო.
ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალი - 81% იყო, რაც 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ანალიტიკოსების თქმით, მაღალმა აქტივობამ შესაძლოა სარგებელი მოუტანა პრო-ევროკავშირის და ლიბერალურ პარტიებს.
„დღეს დემოკრატიის ზეიმი იყო“, განაცხადა რუტემ და დაამატა, რომ ნიდერლანდებმა უთხრა არა, „მცდარი სახის პოპულიზმს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.