აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ პრეზიდენტ ტრამპის მოგზაურობის აკრძალვის ახალი ბრძანება დაბლოკა
16-03-2017, 00:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ ჰავაიში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოგზაურობის აკრძალვის ახალი ბრძანება, მისი ძალაში შესვლიდან რამდენიმე საათით ადრე დაბლოკა.

 


BBC-ის ცნობით, შეერთებული შტატების ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლემ დერიკ ვატსონმა ციტირება მოიყვანა „საეჭვო მტკიცებულებაზე“ მთავრობის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ აკრძალვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.

 


პრეზიდენტმა ტრამპმა სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერა, როგორც „მოსამართლის უპრეცედენტო გადამეტება“.

 


პრეზიდენტის ახალი ბრძანება 6 მუსულმანური სახელმწიფოდან შეერთებულ შტატებში შესვლისას მოქალაქეებს 90-დღიან და ლტოლვილებს 120-დღიან აკრძალვას უწესებდა.

 


ტრამპი დაჟინებით ირწმუნება, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეერთებულ შტატებში ტერორისტების შესვლას შეაჩერებდა, მაგრამ კრიტიკოსები მის ბრძანებას დისკრიმინაციულად მიიჩნევენ.

 


ტრამპის მიერ იანვარში პირველად გამოცემულმა ბრძანებამ, რომელიც ასევე შეჩერებულ იქნა სიეტლის ფედერალური მოსამართლის მიერ, დაბნეულობა და პროტესტი გამოიწვია.

 


ოთხშაბათ საღამოს ტენესიში, ნაშვილში მიტინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ ჰავაის სასამართლოს გადაწყვეტილებას რეაგირების გარეშე არ დატოვებს, საქმეს უზენაეს სასამართლომდე მიჰყვება და დაამატა: „ჩვენ გავიმარჯვებთ“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი