აზერბაიჯანის დედაქალაქში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
16-03-2017, 03:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბაქოს მე-5 გლობალური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

 


გიორგი მარგველაშვილი ფორუმის „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი“ გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას და 50-ზე მეტი ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს სიტყვით მიმართავს.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,  გიორგი მარგველაშვილი პირველ პანელზე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს როლზე საერთაშორისო ურთიერთობებში და მის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

 


წლევანდელი ფორუმის მთავარი ამოცანაა, მსოფლიო ლიდერებმა ისაუბრონ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავლისა და ისეთი გამოწვევების შესახებ, როგორიცაა მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

 


ღონისძიების მთავარ განსახილველ საკითხებს შორის ასევე არის ევროპის მომავალი და პოპულიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის.

 


გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ასევე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.

 


სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აკადემიაში საქართველოს პრეზიდენტისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ოფიციალური ცერემონიაც გაიმართება.

 


ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.

 


საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი