საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაქოს V გლობალურ ფორუმში, სახელწოდებით „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი" მონაწილეობს.
ფორუმი, რომელშიც 50-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი პირველ პანელზე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს როლზე საერთაშორისო ურთიერთობებში და მის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
წლევანდელი ფორუმის მთავარი ამოცანაა, მსოფლიო ლიდერებმა ისაუბრონ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავლისა და ისეთი გამოწვევების შესახებ, როგორიცაა მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.
ღონისძიების მთავარ განსახილველ საკითხებს შორის ასევე არის ევროპის მომავალი და პოპულიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის.
ლიდერებმა გახსნის ცერემონიის დაწყებამდე ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.