ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ შიგნით კონსულტაციები გაიმართება.
ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს გუნდმა, ვერცერთ შემთხვევაში ის პრობლემას ვერ ხედავს.
„გუნდში ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მიღებული იქნება. თუმცა, დასწრების მიმართ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და გუნდი თუ არ დაესწრება პრეზიდენტის გამოსვლას, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას“, – განაცხადა კალაძემ.
გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს 13:00 საათზე გამოვა. 30 მარტს კი ცნობილი გახდება, გაიმართება თუ არა დებატები საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.