საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბაქოში სამუშაო ვიზიტისას ალბანეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ბუიარ ნიშანთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ალბანეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებსა და ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ნიშანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
ალბანეთის მხარემ ქართულ დელეგაციას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საკუთარი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხზეც ისაუბრეს და ყურადღება ალბანელი ბიზნესმენების მიერ საქართველოს პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებაზე გაამახვილეს.
გიორგი მარგველაშვილმა ალბანეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.