საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
მიხეილ ჯანელიძე პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინის მიერ რამდენიმე დღის წინათ მიღებულ იმ განკარგულებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საჯარისო ნაწილები რუსეთის სამხედრო ძალების შემადგენლობაში შევიდნენ.
„ვისაუბრეთ იმ გამოწვევაზე, რომელიც შეიქმნა რუსეთის ფედერაციისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების გაერთიანების კუთხით, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია ფაქტობრივ ანექსიაზე და არ არის ორიენტირებული უსაფრთხოებაზე და მშვიდობაზე", განაცხადა ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, რომელმაც კომენტარი ასევე აფხაზეთში S 300 ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემების დამატებითი კომპლექტების შეტანაზეც გააკეთა.
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და რომელიც ეხება აფხაზეთში S-300 ტიპის შეიარაღების, საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებით შემოტანას. ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია მშვიდობაზე, კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაცია იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო ნორმებთან, საერთაშორისო პრინციპებთან და ჩვენ ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო პრინციპებისადმი პატივისცემა იქნას უზრუნველყოფილი რუსეთის ფედერაციის მხრიდან“, განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო საქართველოში ვიზიტისას შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ენერგეტიკის და ინფრასტუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრებთან გამართავს.
პიტერ სიიარტოს საქართველოში ვიზიტისას ხელი მოეწერება უნგრეთის მთავრობასა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის საგრანტო პროგრამის შესახებ ხელშეკრულებას. დაგეგმილია უნგრეთის საგარეო საქემთა მინისტრის სტუმრობა ტექნოპარკში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.