პიტერ სიიარტო: საქართველოს უნდა მიეღო უვიზო რეჟიმი ბევრად უფრო ადრე
17-03-2017, 02:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს უნდა მიეღო უვიზო რეჟიმი ბევრად უფრო ადრე, აღნიშნული განცხადება საქართველოში ვიზიტად მყოფმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 

მისი შეფასებით ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკავშირი საქართველოს „აწვალებდა".

 


„თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, ყველა მოთხოვნა შეასრულეთ, გაამართლეთ ყველა მოლოდინი და ყველა ძალისხმევა განახორციელეთ, რომ მოთხოვნები შეგესრულებინათ. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი, რომ ისევ არ არის უვიზო მიმოსვლა, მაგრამ მარტის ბოლოს ეს უკვე შესაძლებელი გახდება. ის, თუ როგორ მოეპყრო ევროპის კავშირი უვიზო მიმოსვლას თქვენთან დაკავშირებით, ნიშნავდა, რომ ევროკავშირი თითქოს გაწვალებდათ მოლოდინების შესრულების პროცესში და ეს დიდად მეტყველებდა თავად ევროკავშირის ქმედებაზე. თქვენ ყველაფერი შეასრულეთ და ვფიქრობ, უვიზო მიმოსვლა მაშინვე უნდა მოეცათ“, - განაცხადა სიაარტომ.

 

 

მან პრესკონფერენციაზე საქართველოს მიმართ უნგრეთის მხარდაჭერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს, რომ არ ვსაუბრობთ ერთხმად და ხმამაღლა საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე".

 

 

„ჩვენ ძალიან ხმამაღლა ვსაუბრობთ ამაზე და კიდევ ერთხელ ვიტყვი. ჩვენ სულ ვიტყვით ამას და იმ დახმარებას, რომელიც სჭირდება საქართველოს, ყოველთვის გავუწევთ. ასე იყო წარსულში და ასე იქნება მომავალშიც”, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

პიტერ სიიარტო საქართველოში ვიზიტისას შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ენერგეტიკის და ინფრასტუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრებთან გამართავს.    

 

 

პიტერ სიიარტოს საქართველოში ვიზიტისას ხელი მოეწერება უნგრეთის მთავრობასა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის საგრანტო პროგრამის შესახებ ხელშეკრულებას. დაგეგმილია უნგრეთის საგარეო საქემთა მინისტრის სტუმრობა ტექნოპარკში. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი