ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ლიტვა და ბალტიის სხვა ქვეყნები თავდაცვისთვის მზად უნდა იყვნენ და არ უნდა ელოდონ, რომ ნატო ან სხვა ქვეყნები მათ დაიცავენ.
გრიბაუსკაიტეს განცხადებითვე, თუ ისინი თავს თვითონვე არ დაიცავენ, და ლიტველი ხალხი თავდასაცავად მზად არ იქნება, შესაბამისად, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, საკუთარი სამშობლოსთვის თავგანწირვას ვერ მოსთხოვენ.
მისივე თქმით, ამის გამო, პირველ რიგში „საშინაო დავალების“ შესრულებაა აუცილებელი და მხოლოდ შემდეგ უნდა ელოდონ დასახმარებლად ევროპელ პარტნიორებს.
„დღეს ლიტვის თავისუფლების შენარჩუნების საკითხი შესაძლოა დღის წესრიგში ისევ დადგეს და პრობლემა გახდეს. ეს ქვეყანაში ერთიანობის განცდას მხოლოდ უნდა აძლიერებდეს. გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ბალტიის ქვეყნები თავდაცვისთვის მზად უნდა ვიყოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვთხოვოთ ნატოს ან თუნდაც სხვა ქვეყნებს დახმარება“, - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.
ამის შესახებ, ლიტვის პრეზიდენტმა, კაუნასში კადეტების ფიცის დადების ცერემონიალზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.