საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანში ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველომ კიდევ ერთი შესაძლებლობა გამოიყენა საერთაშორისო დონეზე საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად.
„მნიშვნელოვანია აზერბაიჯანში ვიზიტი და ჩვენს კოლეგებთან მუშაობა, რადგან აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც არაერთ პროექტს ვავითარებთ.
ჩვენ აგრეთვე გვქონდა შესაძლებლობა საერთაშორისო კონტექსტში დაგვეფიქსირებინა ის პოზიციები, რომელიც ქართულ მხარეს აქვს, ერთი მხრივ, საქართველოს ოკუპაციასთან მიმათებაში, მეორე მხრივ, საერთაშორისო ინსტიტუტების უფრო ეფექტიან მუშაობასთან დაკავშირებით, იმისთვის რომ ოკუპაციის და მსგავსი უსამართლობის შემთხვევები ერთობლივი მუშაობით ეფექტურად დაიძლიოს.
ჩვენ მოგვეცა ამის დაფიქსირების შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნებთან. იყო ასევე, რამდენიმე პირისპირ შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ განვამტკიცეთ ჩვენი თანამშრომლობის შესაძლებლობები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, რომლებიც ასე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სწორედ საქართველოს დღის წესრიგის წამოწევაში, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს კონტექსტში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც 16-17 მარტს ბაქოს V გლობალურ ფორუმში მონაწილეობდა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.