სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა მეორე ეტაპის შეხვედრების მესამე სხდომა გამართა.
სამუშაო ჯგუფმა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის, პირველი, მეორე და მეხუთე თავების მუხლობრივ შინაარსზე მუშაობს, კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავების მიზნით, არაერთი შეხვედრა უკვე გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო ჯგუფის დღევანდელი შეხვედრა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა, 37-ე მუხლის დეტალური განხილვით დაიწყეს, რომელიც კონსტიტუციაში ჯანმრთელობის დაცვის და ეკოლოგიურ საკითხებს განსაზღვრავს.
დღესვე, კომისიის წევრები მეორე თავის დარჩენილ მუხლებზე დეტალურ მსჯელობას და დისკუსიას გამართავენ. პირველი სამუშაო ჯგუფის კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის წევრები საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე თავის მუხლებსაც განიხილავენ, რომელიც საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების და პროკურატურის საქმიანობების ძირითად მიმართულებებს არეგულირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.