„ჩვენი ევროპული არჩევანი: ევროპული ღირებულებები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ - ამ სახელწოდების ინფორმაციულ-საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა დღეს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში.
ევროპული არჩევანის შესახებ ინფორმაციულ-საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა იმ სერჟანტებისთვის, რომლებიც სამეთაურო-საშტაბო (უფროსი სერჟანტის) კურსში მონაწილეობენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსის ფარგლებში, მსმენელები სამხედრო ტაქტიკის, საბრძოლო მომზადების, გადაწყვეტილების მიღების, საშტაბო საქმიანობის შესწავლის პარალელურად, ევროატლანტიკური ორგანიზაციების საქმიანობას, ევროპულ ღირებულებებსა და ინტეგრაციის პროცესს გაეცნენ.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება სერჟანტთა მომზადების ცენტრის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან ქავთარაძემ გახსნა. მან შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთათვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ გენერალური შტაბის J5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის სამხედრო პოლიტიკისა და რეფორმების სამმართველოს უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი გოჩა ტალახაძე, „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“-ის დირექტორი ნინო ბოლქვაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
საუბრის ძირითად თემებს შორის იყო თავდაცვის რეფორები, კრიზისების მართვა, ტერორიზმი, რეგიონული უსაფრთხოება, ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები, კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა და უვიზო მიმოსვლა.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა სერჟანტების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს. სამეთაურო-საშტაბო კურსი 19 კვირიანია და 27 აპრილს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.