ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ლიტველი სამხედრო ექსპერტების მიერ JTEC-ის ქართველ დამკვირვებელ-შემფასებლებისთვის ერთკვირიანი კურსი დასრულდა. 22 კურსდამთავრებულ ინსტრუქტორს სწავლების შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცა. კურსის დასრულების ცერემონიალს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე დაესწრო.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთკვირიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავდა. სწავლების პრაქტიკული ნაწილი ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე განხორციელდა. ქართველ დამკვირვებელ-შემფასებლებს საშუალება მიეცათ კურსის თეორიულ ნაწილში შესწავლილი უნარ-ჩვევები პრაქტიკაში გამოეყენებინათ. ისინი I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ოცეულის სწავლებას დააკვირდნენ და დაგეგმილი სწავლება შეაჯამეს.
უწყების განმარტებით, JTEC-ში ლიტველი სამხედრო ექსპერტების მიერ ჩატარებული დამკვირვებელ-შემფასებლთა ინსტრუქტორის სასწავლო კურსის მიზანს ქართველი ოფიცრებისა და სერჟანტებისთვის გამოცდილების გაზიარება, შემფასებლის ფუნქცია-მოვალეობებისა და მოქმედების შემდგომი განხილვების მეთოდების, ასევე დაგეგმვის პროცესში რისკების გათვლის დახვეწა წარმოადგენდა. კურსდამთავრებული სამხედრო მოსამსახურეები ამიერიდან თავად შეძლებენ მოამზადონ დამკვირვებელ-შემფასებლები. ტრენინგის დროს მიღებული გამოცდილება ქართულ მხარეს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გამართულ სწავლებებში გამოადგებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.