თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში თავდაცვის ანალიზის საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
17-03-2017, 09:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში დღეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის თავდაცვის ანალიზის საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ჩხეტიანმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმოადგენელებს უწყებათაშორისი ურთიერთქმედების მნიშვნელობა, პროგრამზე მიღების პირობები, მიზანი, სწავლების შედეგები და ჩარიცხვის კვოტები გააცნო.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა პროგრამის მნიშვნეობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა აღნიშნულ პროგრამაში სხვადასხვა უწყებების წარმომადგენელბის ჩართულობის მნიშვნელობას.

 


სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს ოფიცრის უმაღლესი სამხედრო განათლებისა და აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე (სამაგისტრო) საფეხურს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებსა და საქართველოს სამთავრობო უწყებების თანამშრომლებში აუცილებელი კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების განვითარებას.

 


პროგრამაზე მიიღებიან სამხედრო პირები, რომელთაც აქვთ ,,მაიორი‘‘-ს და ,,ვიცე-პოლკოვნიკი‘‘-ს სამხედრო წოდება და გავლილი აქვთ კაპიტნის საკარიერო კურსი ან მასთან გათანაბრებული სამხედრო განათლების პროგრამა და მინიჭებული აქვთ არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და თავდაცვის სამინისტროსა და მის მიერ განსაზღვრული სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება და აქვთ არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი