რუმინეთში საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება
17-03-2017, 10:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუმინეთში, აპრილში საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილი ვიზიტის დეტალები და ორმხრივი ურთიერთობები იყო გიორგი კვირიკაშვილისა და რუმინეთის ელჩის რადუ ლივიუ ჰორუმბას დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.

 

 

საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მთელ რიგ სფეროებში არსებულ აქტიურ თანამშრომლობას და პოლიტიკურ კავშირებს.

 

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების აუცილებლობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა რუმინელი ინვესტორების შემოსვლას და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას მიესალმება.

 

 

მხარეებმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.

 

 

შეხვედრაზე, რუმინეთის ელჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი