იემენის სანაპიროს ბაბ ალ-მანდების სრუტის სიახლოვეს, გემს, რომელსაც სომალელი ლტოლვილები გადაჰყავდა, ვერტმფრენიდან ცეცხლი გაუხსნეს, რასაც 42 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ფოტოებზე ნაჩვენებია ხომალდზე დაყრილი და მიმოფანტული ცხედრები.
პარასკევს, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა იემენის კოფალის სამხედრო ბაზის შიგნით მეჩეთზე ცალკე მომხდარი თავდასხმისას. მეჩეთში ორი ხელყუმბარა იქნა აფეთქებული.
გემზე თავდასხმისას მოკლულთა შორის სომალელი ლტოლვილები იყვნენ, რომელთაც გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს მიერ გაცემული მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები გააჩნდათ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, ინციდენტის დროს 80 ადამიანი გადარჩა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. უცნობია საიდან და საით მიემგზავრებოდა მცირე ზომის საზღვაო სატრანსპორტო საშუალება. გაურკვეველი რჩება თუ ვინ განახორციელა თავდასხმა.
ამერიკაში შექმნილი Apache-ს კბილებამდე შეიარაღებული ვერტმფრენები საუდის არაბეთს ჰყავს - აშშ-ის მძლავრ მოკავშირე ქვეყანას, რომელიც იემენში ომში შეერთებული შტატების მხარდაჭერილ კოალიციას ხელმძღვანელობს. კოალიციას, რომელიც აკონტროლებს იემენის საჰაერო სივრცეს, ინციდენტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.