საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრებს ხვდება. შეხვედრა "ქართული ოცნების" ოფისში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. სხდომას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეც ესწრება.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქციის სხდომის დაწყებამდე დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, შეხვედრაზე განსახილველი ძირითადი თემები იქნება მომავალი კვირის საპარლამენტო მუშაობა, ფრაქციის პოზიცის ჩამოყალიბება კანონმდებლობისა და იმ საკითხების მიმართ, რომელიც საპარლამენტო სესიაზე იქნება განხილული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.