ხობში ცენტრალური სტადიონის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
17-03-2017, 23:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობში ცენტრალური სტადიონის სრული აღდგენა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მთლიანად იცვლება ტრიბუნები, მონტაჟდება 4 000 ინდივიდუალური სკამი, შენდება ადმინისტრაციული შენობა, სპორტსმენთა მოსასვენებელი ფლიგელი, საშხაპეები, იცვლება განათების და წყლის სისტემები.

 


სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლები გაეცნენ.

 

 

 

 

 


როგორც Guardian.ge-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, პროექტის განხორციელების შემდეგ მუნიციპალიტეტს სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობა ექნება, აღნიშნული პროექტი კი ხელს შეუწყობს მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტულ აქტივობებში ჩართვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

 

 

 

 

 


ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 444 998 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და წელს დასრულდება. სამუშაოებზე ამჟამად 10 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი