ზურაბ კუპატაძე ჭიათურაში სამგზავრო საბაგიროების მშენებლობის პროცესს გაეცნო
18-03-2017, 02:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჭიათურის გამგებელი ზურაბ კუპატაძე ჭიათურაში სამგზავრო საბაგიროების მშენებლობის პროცესს გაეცნო. როგორც Guardian.ge-ს ჭიათურის გამგეობიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის პირველი პირი ცენტრალურ, ნაგუთის, ლეჟუბნისა და ე.წ. სანატორიუმის მშენებარე სადგურებზე იმყოფებოდა.

 

 

გამგებელი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და მშენებლებსაც გაესაუბრა. მშენებელი კომპანია ,,დაგის" მშენებლის განცხადებით, არსებული ჩამორჩენის აღმოფხვრა, რომელიც მკაცრი ზამთრის პირობებმა წარმოშვა, ეტაპობრივად ხორციელდება.

 


გამგეობის ინფორმაციით, ცენტრალურ სადგურზე - მიმდინარეობს საძირკველის ჩასხმის სამუშაოები. როგორც ბაგირგზების დირექტორმა, რამაზ ყიფშიძემ გამგებელს განუცხადა, სამუშაოები უწყვეტ რეჯიმში, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

 


ნაგუთის სადგურზე - სრულდება მიწის ამოღებისა და გატანის სამუშაოები. მიმდინარეობს მასალების შეტანა. უახლოეს პერიოდში დაიწყება საძირკვლის ჩასხმის სამუშაოები.

 


ლეჟუბნის სადგურზე - დასრულდა საძირკვლის (ე.წ. პირველი სართული) მშენებლობა. სადგურზე აპრილის შუა პერიოდამდე, მთლიანად დასრულდება ბეტონით გათვალისწინებული სამუშაოები.

 


სანატორიუმის სადგურზე - მიმდინარე კვირაში დასრულდა საძირკვლის ჩასხმა - მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი