ხონში მოსახლეობის გაზიფიცირების პროცესი გრძელდება. როგორც Guardian.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, რამდენიმე უბანში მილსადენების შედუღება, შეღებვა და მრიცხველების დაყენება პარალელურად მიმდინარეობს.
პროცესს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე იუზა უგულავა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ილია ყუფარაძე და გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ ხონის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთარ ჯაფარიძე აკვირდებოდნენ.
„სამუშაოები შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს და ქალაქში ერთდროულად რამდენიმე ბრიგადა მუშაობს. ჩვენი სამსახურები პროცესს ზედამხედველობას უწევენ და ამავდროულად, მოსახლეობას შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგებაში ეხმარებიან. გაზიფიცირების გარეშე ქალაქში არც ერთი ოჯახი არ დარჩება", განაცხადა იუზა უგულავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.