ტელეარხ BFM TV-ის ცნობით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო ლე რუქსი ადასტურებს, რომ პარიზში პოლიციელისთვის ცეცხლის გახსნისა და ორლის აეროპორტში სამხედროზე თავდასხმის უკან ერთი და იგივე პირი დგას.
პარიზის ორლის აეროპორტში დღეს მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მას შემდეგ რაც მან ჯარისკაცის იარაღი მიიტაცა. იგი უსაფრთხოების ძალებმა მაღაზიაში ჩაცხრილეს იმის შემდეგ, რაც მან აეროპორტის სამხრეთ ტერმინალში ცეცხლსასროლი იარაღის ხელში ჩაგდება მოახერხა.
როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) წერს, აეროპორტი დაიხურა მას მერე, რაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომხდარი უკიდურესად სერიოზული შემთხვევაა.
ორლი პარიზის სამხრეთ ნაწილიდან 18 კილომეტრში მდებარეობს და იგი საფრანგეთის დედაქალაქის მეორე ყველაზე დიდი აერპორტია.
ოფიციოზმა განაცხადა, რომ მამაკაცი მიუახლოვდა ჯარისკაცების ჯგუფს, რომელიც აეროპორტში პატრულირებას ახორციელებს და იარაღის ხელში ჩაგდების შემდეგ მაღაზიისკენ გაიქცა, სადაც იგი ცეცხლსასროლი იარაღით უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.
პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში კი, პოლიციის თანამშრომელმა საბუთების შემოწმების მიზნით მანქანა გააჩერა. მძღოლმა, პოლიციის თანამშრომელს საბუთები წარუდგინა, რის შემდეგაც პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა.
დაჭრილი პოლიციელი ჰოსპიტალიზებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.