თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში მისვლასთან დაკავშირებით, დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციის თხოვნას ეხმაურება.
მისი თქმით, ოპოზიციას შოუს მოწყობის საშუალება არ მისცა, აპრილში კი, საკრებულოში ანგარიშის წარდგენას გეგმავს.
„მე არ უგულებელვყოფ საკრებულოს. საკრებულოსადმი ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა არაერთხელ გამომიხატავს. მივსულვარ საკრებულოში წლიური ანგარიშითაც, მივსულვარ ორჯერ რიგგარეშედაც გასულ წელს. ასე რომ, წელსაც, აპრილში, აუცილებლად ვაპირებ წარვსდგე საკრებულოში ანგარიშით. ამის პრობლემას ვერ ვხედავ. უბრალოდ, უმცირესობას სხვა რამ ამოძრავებს და ამ სხვა რამის რეალიზაციაში მე მათ ხელი არ შევუწყე. მათი გეგმები შოუს მოწყობასთან დაკავშირებით არის ჩაშლილი. რა გზას მიმართონ და რა ხერხებს მიმართონ, უკვე აღარ იციან. სთხოვეს საერთაშორისო ორ ორგანიზაციას, მათ ჩვენც მივაწოდეთ ინფორმაცია და მივაწვდით კიდეც, თუ ვინმეს რამე დააინტერესებს. ასე რომ, ცამდე მართლები ვართ და საკრებულოშიც მივალთ“, განაცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საკრებულოში მერს ოპოზიცია მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახთან შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით იბარებდა. ოპოზიციამ საქმესთან დაკავშირებით, ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.