ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალებმა ახალი, მაღალი დონის სარაკეტო ძრავა გამოსცადეს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ჩრდილოეთ კორეის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

(სამხრეთ კორეის ტელევიზიები ავრცელებენ ფოტოებს, რომლებზეც მათი თქმით, ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ძრავის გამოცდაა ნაჩვენები).
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA -ის თანახმად, ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გამოცდას ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ინდუსტრიისთვის „ახალი სიცოცხლის დაბადება“ უწოდა და თქვა, რომ ძრავა დაეხმარება ჩრდილოეთ კორეას მსოფლიო კლასის სატელიტური წამოწყების შესაძლებლობის მიღწევაში.
KCNA -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სარაკეტო ძრავის გამოცდის პერსონალურად ზედამხედველობის შემდეგ კიმმა „ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო მალე გახდება მოწმე დიდი მნიშვნელობის, ეპოქალური გამარჯვებისა, რასაც ჩვენ დღეს მივაღწიეთ“. სააგენტო ამატებს, რომ ამ მოვლენით ქვეყნის სარაკეტო ინდუსტრიის დაბადება აღინიშნა.

ამბების ამგვარად განვითარება, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის გარდა არავინ ადასტურებს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის ფხენიანის მთავარ მოკავშირე სახელმწიფოში, ჩინეთში ვიზიტის ფონზე ხდება. ტილერსონი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შესაძლებლობების გამო საპასუხო ზომების აუცილებლობაზე საუბრობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.