სირიის უსაფრთხოების ძალები დედაქალაქ დამასკოს აღმოსავლეთ გარეუბანში სასტიკ ბრძოლებში არიან ჩართული მეამბოხეებთან. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ქალაქის მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი თქმით, აჯანყებულები დედაქალაქში საარტილერიო ჭურვებს და რაკეტებს ისვრიან. ამბოხებულებმა, სანამ მთავრობის თავდაცვის ხაზის შტურმს შეეცდებოდნენ, ჯობარის რაიონში ორ ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბები აამოქმედეს.
სამხედროებმა თავდასხმას საჰაერო დარტყმებით უპასუხეს. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით ჯობარში თავდასხმის წამოსაწყებად საიდუმლო გვირაბებიც იქნა გამოყენებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.